ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება და რუსეთთან ურთიერთობები ნორმალიზდება.

„პრეზიდენტ პუტინთან ერთად ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობაზე გავამახვილეთ ყურადღება. დიახ, შესაძლოა, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომი დასრულდება და ყველას გვჯერა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და რუსეთთან ურთიერთობები სტანდარტიზებული იქნება“, – თქვა ფიცომ უჟგოროდში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც სლოვაკურ ტელეარხ TA3-ზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ფიცომ 2 სექტემბერს პეკინში შეხვედრა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები