ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.
გარდა ამისა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის უარს ამბობს სლოვაკეთისთვის რუსული გაზის ან ნავთობის უკრაინის ტერიტორიის გავლით მიწოდებაზე.
„ჩვენ მზად ვართ, სლოვაკეთს გაზი და ნავთობი მივაწოდოთ, თუ ეს რუსული გაზი და რუსული ნავთობი არ იქნება… სულ ესაა“, – თქვა ზელენსკიმ.