გრუშევსკის ქუჩაზე ნიღბიანი „ექსტრემისტი“ პიანინოზე უკრავს
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე საპროტესტო აქცია სახელწოდებით – „თავისუფლების ინსტრუმენტი“ მიმდინაერობს. აქციის ორგანიზატორებმა დამწვარი ავტობუსის სახურავზე უკრაინის ნაციონალური დროშის ფერებში შეღებილი პიანინო დადგეს. კონცერტში მომღერალი რუსლანა მონაწილეობდა. მან აქტივისტებთან ერთად ევროკავშირის და უკრაინის ჰიმნები, ასევე – რამდენიმე უკრაინული სიმღერა შეასრულა. კონცერტზე კიევის კონსერვატორიის სტუდენტი, 2013 წელს რადასთან გამოსვლებით ცნობილი ანტუანეტა მიშენკოც გამოვიდა. მან კლასიკური ნაწარმობები, ძირითადად კი, შოპენის სონატები შეასრულა.
,,ჩვენ ვიცით, რომ ეს ხალხი, ვინც ბარიკადების მიღმა დგას, საინფორმაციო იზოლაციაშია. ვიმედოვნებთ, მათ გულებამდე მიღწევას შევძლებთ“,- აცხადებს უკრაინის საზოგადოებრივი მოღვაწე, ისტორიკოსი ვლადიმერ ვიატროვიჩი.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქცია უკრაინის 12 ოლქის ცენტრში უკვე შედგა.