ხატია დეკანოიძე: ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ – ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს

ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ამაზე „დიდი საზიზღრობა არ არსებობს“.

„ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის“, – წერს დეკანოიძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები