ბაჩო დოლიძე – ყარალაშვილის განცხადებაზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ტიპის განცხადებებთან და მოქმედებებთან არავითარი კავშირი არ აქვს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე უკრაინაში მებრძოლი “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერის, ნოდარ ყარალაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიას მსგავსი ტიპის განცხადებებთან კავშირი არ აქვს.

“რა თქმა უნდა, “ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი კავშირი არ აქვს მსგავსი ტიპის განცხადებებთან და მსგავსი ტიპის მოქმედებებთან, არ მგონია ზოგადად ჩემი მხრიდან სერიოზული კომენტარი საჭირო ყოფილიყო ამისათვის”, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ცნობისთვის, ნოდარ ყარალაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს: „თუ გინდათ, მე ჩამოვალ სადაც გინდათ, ოღონდ საქართველოში არა. საქართველოში მე ასე არ შემოვალ, საქართველოში შემოვალ ტანკებით, ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან. იმიტომ გითხარით, გადაგივლით, დრო მოვა, გადაგივლით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები