თორნიკე რიჟვაძე: დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

,,დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს.

მადლობა მას ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას”, – ამბობს აჭარის მთავრობის მეთაური.

4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები