ლევან ქარუმიძე – მაია სანდუს განცხადებაზე: ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოს მთავრობას მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.

„სახელმწიფოს მეთაურებმა უკეთ უნდა იცოდნენ. ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე. საქართველოში ყველა პატიმარს რომ ჰქონოდა ისეთივე პირობები, როგორიც ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს, ბევრი პოსტსაბჭოთა ოლიგარქი სიამოვნებით მოიხდიდა აქ თავის სასჯელს“, – წერს ლევან ქარუმიძე Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები