უკრაინის საელჩო: მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა
საქართველოში უკრაინის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამრეწველო გენერატორები, რომლებიც უკრაინაში გაიგზავნა, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს საავადმყოფოების, თბოელექტროსადგურებისა და ელექტროსადგურების უწყვეტი მუშაობისთვის, სასმელი წყლის სატუმბი დანადგარებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისთვის.
„ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების, მათ შორის მოძმე საქართველოს დახმარებითა და მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში მსოფლიო ბოროტების – რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ. არავითარ ფრთოსან ან ბალისტიკურ რაკეტებს, უპილოტო საფრენ აპარატების დარტყმებს და კამიკაძე თვითმფრინავებს, რომლებსაც ამჟამად თითქმის ყოველდღიურად უშვებენ პუტინის რუსი სამხედრო კრიმინალები საცხოვრებელი შენობების და ელექტროსადგურების მიმართულებით, არ ძალუძს უკრაინის ხალხის დაჩოქება, მხოლოდ გააძლიერებენ ჩვენს ძალისხმევას რუს დამპყრობლებზე სრული და შეუქცევადი გამარჯვებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოდან უკრაინაში 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა.