ზელენსკი თეთრ სახლში თბილისის დროით 23:00 საათზე მივა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას თეთრ სახლში, კიევის დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00) უმასპინძლებს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განრიგშია ნათქვამი.

განრიგის მიხედვით, ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე შეხვდება.

კიევის დროით 21:30 საათზე ორ ლიდერს შორის მოლაპარაკება დაწყებაა, ხოლო 23:30 საათზე კი ერთობლივი პრესკონფერენცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები