შტაინმაიერმა ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად პუტინზე საკუთარი გავლენა გამოიყენოს
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
შტაინმაიერმა ჩინელ კოლეგას მოუწოდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საკუთარი გავლენა გამოიყენოს.
გერმანიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპისა და ჩინეთის საერთო ინტერესი ომის დასრულებაში და რუსული ჯარების გაყვანაში.
ერთსაათიანი საუბრისას შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მზაობა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
„რუსეთის აგრესიამ უკრაინის თავდაცვა და ევროპის ერთიანობა გააძლიერა. ამ მხრივ, პუტინს ფუნდამენტურად არასწორი გათვლა ჰქონდა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.