მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის სამეფოში სამუშაო შეხვედრები გამართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის სამეფოში სამუშაო შეხვედრები გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, 19-20 დეკემბერს ვიზიტის ფარგლებში შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, საქართველო-ევროკავშირის ურთერთობები, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და შვედეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო მაკა ბოჭორიშვილის განხილვის მთავარი თემები. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
შეხვედრებზე შვედმა კოლეგებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარესთან – ჰანს ვოლმარკთან; თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან – პეტერ ჰულქვისტთან; შვედეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან – გუდრუნ ბრუნეგორდთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებან; შვედეთის სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში -კრისტიან დანიელსონთან; შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ელჩთან – ქრისტინა იოჰანესონსთან და პოლიტიკურ დირექტორთან ელინ ჰამმარსკოლდთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული.