ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბახმუტში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოფისი ავრცელებს.
როგორც უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, “ის ბახმუტში ფრონტის წინა ხაზებზე იმყოფებოდა, მებრძოლები ორდენებით და ძვირფასი საჩუქრებით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ბახმუტი უკვე დატოვა”.
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან საბრძოლო მოქმედებები მაისის შემდეგ არ წყდება. რუსეთის არმია უშედეგოდ ცდილობს ქალაქის დაკავებას.
ბახმუტის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვა. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ბევრი შენობა დანგრეულია.