სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ნაცმოძრაობის” წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი პირი დააკავა.
იოსებ სირაბიძე საგამოძიებო სამსახურშია გადაყვანილი.
გამოკითხვაზე იმყოფება გიორგი კირთაძეც.
ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს გუშინ დაესხნენ. მას უცნობმა მამაკაცმა კვერცხები იმ დროს დაუშინა, როდესაც ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს.