“კრემლში შეცდომების და რეალობის აღიარება არ იციან” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ომს იმიტომ აწარმოებს, რომ კრემლში რამდენიმე ადამიანმა არ იცის შეცდომების აღიარება და რეალობის ეშინია.
ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა.
“უბრალოდ, დაფიქრდით: რუსეთმა უკრაინაში, დაახლოებით 99 ათასი ჯარისკაცი უკვე დაკარგა. ამ დღეებში უკვე 100 ათასი იქნება. რისთვის? მოსკოვში ამაზე პასუხი არავის აქვს და არც ექნება. ისინი ომს აწარმოებენ და წირავენ ადამიანების სიცოცხლეს – სხვა ადამიანების, არა ახლობლების, არა საკუთარ სიცოცხლეებს, სხვების. მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლში რამდენიმე ადამიანს შეცდომების აღიარება არ შეუძლია და რეალობის საშინლად ეშინია”, – თქვა უკრაინის ლიდერმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს რეალობა ყველაფერზე მეტყველებს.
„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, რომლებიც გმირულად იკავებენ ბახმუტის მიმართულებას, სოლედარს, ავდიივკას, მარინკას, კრემენსკის მიმართულებას და მთელ დონბასს – რეგიონს, რომელიც რუსეთის მოსვლამდე ერთ-ერთი უძლიერესი იყო უკრაინაში და რომელსაც რუსეთი ანადგურებს, მიწასთან ასწორებს. მტერს ასეთი სისასტიკეც კი ვერაფერს მოუტანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.