ISW: პუტინმა ლუკაშენკო ვერ დაარწმუნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსი კოლეგა, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინასთან ომში შესვლაზე ვერ დაარწმუნა.
ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიზშია ნათქვამი.
“ISW ისევ მიიჩნევს, რომ უკრაინასთან პუტინის ომში ბელარუსის შესვლა ნაკლებად სავარაუდოა. ის ფაქტი, რომ პუტინმა, როგორც ჩანს, მიიღო [საჯაროდ] ლუკაშენკოს თეზისები ისე, რომ არ ცდილობს მათ დაკორექტირებას, ირიბად ამ შეფასებას ამყარებს”, – ნათქვამია მოხსენებაში.
ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნების პრეზიდენტებმა უკრაინაში ომის განხილვისგან თავი შეიკავეს. ამავდროულად, მინსკმა განაცხადა, რომ ისინი თითქოს “დასავლური საფრთხის წინაშე დგანან”.
„ლუკაშენკო დასავლეთისა და ნატო-სგან ქვეყნის საზღვრების დაცვის რიტორიკას უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობის არიდებისთვის იყენებს”, – აღნიშნულია მასალაში.
ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის ომში ბელორუსის მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლუკაშენკოს თავისი რიტორიკის შეცვლა მოუწევდა: „დასავლეთის საფრთხისგან საზღვრების დაცვისგან“ – სხვა ქვეყანაში აგრესიით.