ზელენსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებს სხვადასხვა ტიპის იარაღი სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) ქვეყნების ლიდერებს მიმართა, რომლებიც დღეს რიგაში შეიკრიბნენ და მათ სხვადასხვა ტიპის იარაღი სთხოვა, რომელიც კიევს რუსული აგრესიის მოსაგერიებლად სჭირდება.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდა სთხოვა.

Reuters-ის ცნობით, ზელენსკიმ ასევე სთხოვა ლიეტუვის პრეზიდენტს NASAMS სისტემები და Stingers-ები; დანიის თავდაცვის მინისტრს – ჰაუბიცები Caesar-ი; შვედეთის პრემიერმინისტრს – საარტილერიო სისტემები Archer და ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრს – ტანკები.

ერთობლივი საექსპედიციო ძალები მაღალი მზადყოფნის სამხედრო გაერთიანებაა, რომელსაც შეუძლია სწრაფი გადანაწილება და მონაწილეობა ფართო სპექტრის ერთობლივ ოპერაციებში – დაწყებული ჰუმანიტარული მხარდაჭერით და შეკავებით, დამთავრებული საბრძოლო ოპერაციებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

მასში შედის 10 ქვეყანა – ნატოს 8 წევრი, ასევე, შვედეთი და ფინეთი, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები