ეროვნული სასახლის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით რიგით IX არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი გაიმართება
6 დეკემბერს,13:00 საათზე,ეროვნული სასახლის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართება რიგით IX არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეცნონ, როგორც დარგის უახლეს ტენდენციებს სასწავლო მიმართულებების მიხედვით, ასევე მეთოდურ სიახლეებს სამოქალაქო განათლების, პროფესიული ორიენტაციის, სახელოვნებო და საგნობრივი მიმართულებების არაფორმალური აქტივობების კუთხით.
საქართველოს არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმი ტარდება 2014 წლიდან და მასში ტრადიციულად მონაწილეობას იღებს ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სკოლის გარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაცია. ფორუმი ტარდება ეროვნული სასახლის ორგანიზებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით.