ექსკლუზივი: კახა თარგამაძე საქართველოშია – ყველა “ნაციონალი” ციხეშია შესაყრელი

შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე საქართველოშია. მან საქართველოს საზღვარი ორი დღის წინ გადმოკვეთა და სამშობლოში ოჯახის წევრებთან ერთად იტალიიდან ჩამოვიდა, – ამის შესახებ “კვირას” კახა თარგამაძემ თავად განუცხადა.
„დასასვენებლად ვიყავი ოჯახის წევრებთან ერთად იტალიაში, ორი დღის წინ რომიდან ჩამოვფრინდით და ამჟამად ვიმყოფები საქართველოში“, – განუცხადა „კვირას“ შს ექსმინისტრმა კახა თარგამაძემ.
მისივე განმარტებით, მან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ივლისში მიმართა. როგორც „კვირას“ კახა თარგამაძემ განუცხადა, მისმა მეუღლემ და შვილმა საქართველოს მოქალაქეობა უკვე აღიდგინეს. „საქართველოს მოქალაქის აღდგენის მოთხოვნით, იუსტიციის სახლს ივლისში მივმართე და გადავიხადე ოფიციალური თანხა. ჩავაბარე ყველა სახის დოკუმენტაცია, როგორც წესი და რიგია. ჩემმა მეუღლემ და ქალიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით 7- 8 თვის წინ აღიდგინეს. ამ მოთხოვნას აქამდე იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ რუსეთში იყო კანონი, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობა იყო აკრძალული. ახლა კი შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, უბრალოდ ვალდებული ხარ, ოფიციალურად აცნობო ხელისუფლებას, რომ გახდი სხვა ქვეყნის მოქალაქე.
აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღმედგინა საქართველოს მოქალაქეობა და ამ მოთხოვნით მივმართე კიდეც საქართველოს იუსტიციის სახლს. მე დაბადებული ვარ საქართველოში, გავიზარდე საქართველოში, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი საქართველოში, ჩემზე მეტი ჯილდო აქ ვის აქვს მიღებული? მიღებული მაქვს, ვახტანგ გორგასლის ყველა ხარისხის ორდენი, ღირსების ორდენი და ასე შემდეგ… კანონით მაქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობა აღვიდგინო”, – ამბობს კახა თარგამაძე.
შს ყოფილი მინისტრი პარლამენტარ აკაკი მინაშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა. კახა თარგამაძეს მიაჩნია, რომ დეპუტატთან პოლემიკის გამართვა „თავის მოჭრის“ ტოლფასია. თუმცა, კახა თარგამაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ იგი გუშინვე გაეცნო აკო მინაშვილის განცხადებას.
„აკო მინაშვილი ვინ არის „სიდედროვიჩი“? თვითონ რა უქნეს საქართველოს? მათი ორგანიზაციის ფაშისტ ლიდერს ეძებენ ახლა… აკო მინაშვილს, მე რომ ვუპასუხო ეს არის თავის მოჭრა… ვინ არის მინაშვილი.. გადაკეთებული გვარებით, რომ დადიან დღემდე… მე არ ვმალავ ჩემს გვარს და არც წარმომავლობას… რატომ არ ამხელენ? რატომ რცხვენიათ? აკო მინაშვილს პოლემიკა როგორ გავუბა.. ეგ თავგასიებული ღორი… საერთოდ ეგ ხალხი, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ არის… არამედ ისინი არიან „ნაცისტები“. ესენი ყველა დასაჭერები და ციხეში არიან შესაყრელები. ეს ნელ-ნელ ხდება კიდეც… სრულდება ყველაფერი”, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას კახა თარგამეძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტარმა აკო მინაშვილმა საქართველოს პრეზიდეტს მოუწოდა, რომ კახა თარგამაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭებინა.
„მე შეგახსენებთ ვინ იყო „რკინის კაცი“ – კახა თარგამაძე ადამიანი, რომელმაც საქართველო მოაქცია კორუფციის ჭაობში, ძალადობის ჭაობში. მის პერიოდში გახსოვთ, ე.წ გაი, რომელიც ატყავებდა საქართველოს მოქალაქეებს, მის პერიოდში გახსოვთ, ადამიანების გადმოგდება პოლიციის შენობებიდან. ჩვენ გვახსოვს კახა თარგამაძე, რომელიც გადაფარებული შედიოდა კანონიერ ქურდებთან თათბირზე. ეს იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც გამოიწვია კრახი საქართველოში… მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილს, არ ჩაიდინოს იმ მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და არ მიანიჭოს მოქალაქეობა კახა თარგამაძეს და არ დააბრუნოს საქართველო წარსულში”, – განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები