ირაკლი კოვზანაძე ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის დეფიციტის „მეთვალყურეობისკენ” მოუწოდებს

„მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს, მომავალი წლის ბიუჯეტის აღსრულების პროცესში, მუდმივი ,,მეთვალყურეობის” ქვეშ ქონდეს დეფიციტის პარამეტრი, და რეზერვების გათვალისწინებით ეცადოს მის კიდევ უფრო შემცირებას. ამით იგი ხელს შეუწყობს ინფლაციის შემცირებას და ლარის კურსის სტაბილურობას,”- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია განიხილეს.

თანამომხსენებელმა ხაზი გაუსვა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით. „მიმდინარე წლის, 2022 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა ქმნის კარგ სასტარტო პორობებს, კარგ საფუძველს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის,”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები