უკრაინაში ტყვეობიდან კიდევ 64 სამხედრო დაბრუნდა
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგ გაცვლა მოხდა, რომლის შედეგად სახლში 64 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თმით, სახლში დაბრუნებული სამხედროები დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით მოქმედებდნენ, ასევე, ბახმუტის დაცვაში მონაწილეობდნენ.
ერმაკის ინფორმაციით, ასევე, მოხერხდა აშშ-ის მოქალაქის, მურეკეზი სუედის გათავისუფლება, რომელიც „ჩვენს ხალხს ეხმარებოდა“.