,,საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” – საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

XXV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალმა „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტარტი 7 დეკემბერს აიღო  და 25 დეკემბერს დასრულდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი დაარსდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, ქართველი პიანისტის, კონსერვატორიის რექტორის მოადგილის – პროფ. მანანა დოიჯაშვილის თაოსნობით.
ფესტივალი ისტორია იწყება 1998 წელს და მას შემდეგ, ყოველწლიურად ტარდება დეკემბრის მეორე ნახევარში. იგი მოიცავს ჟანრობრივად მრავალფეროვანი კონცერტების სერიას.
წლიდან წლამდე, ფესტივალი მსმენელს სთავაზობს: საფორტეპიანო, ვოკალური, სიმფონიური, საორკესტრო, კამერულ-ინტრუმენტული, საორგანო, ფოლკლორული მუსიკისა და ჯაზის საღამოებს.
ფესტივალის ფარგლებში კონსერვატორიისა და თბილისის სტუმრები იყვნენ ისეთი სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლები, როგორებიც არიან:
ევგენი კისინი, გიდონ კრემერი, ბორის ბერეზოვსკი, ფრანსუა ლოლო, ალექსანდრე კორსანტია, ხატია ბუნიათიშვილი, გია ყანჩელი, სოსო ბარდანაშვილი, დავიდ ფრეი, ეთერ მგალობლიშვილი, გარი გროდბერგი, ეთერ ანჯაფარიძე, ნინო გვეტაძე, ლუკა დებარგი, დიმიტირი ბაშკიროვი, ოლეგ მაიზენბერგი, ელისაბედ ლეონსკაია, მიხეილ ვოსკრესენსკი, დიმიტრი ალექსეევი, პიტერ დონოჰიუ, ალბერტო ნოზე, მიშელ დალბერტო, ჰემიშ მილნი, ელენა ობრაზცოვა, გალინა ვიშნევსკაია, პაატა ბურჭულაძე, იანო ალიბეგაშვილი, ბადრი მაისურაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ანიტა რაჭველიშვილი, დანიელა პინი, იანგ იანგი, ნატო ჭყონია, ალა სიმონიშვილი, ვაჟა ჩაჩავა, ლიანა ისაკაძე, ნატალია გუტმანი, ლევ მარკიზი, მარინე იაშვილი, ბილი კობემი, კარელ ბოლე, აარონ გოლდბერგი, ბექა გოჩიაშვილი, ბენ ვილიამსი, ჯეკი ტერასონი, ანტონიო ფარაო, ბრედ მელდაუ, ევროკავშირის კამერული ორკესტრი, ბოროდინის სახ. სიმებიანი კვარტეტი, ქართული ფოლკლორული ანსამბლები და სხვა.
წელს ფესტივალი დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს“, – ნათქვამია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
.
15 დეკემბერი, 19:00 საათი
BRAVA MAESTRA – მანანა დოიჯაშვილი  -75.
მონაწილეობენ: ირმა გიგანი, სალომე ჯიქია, თამარ ლიჩელი, დავით ალადაშვილი; ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – სოსო ჯუღაშვილი.
18 დეკემბერი, 19:00 საათი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო – ელისაბედ ლეონსკაია.
შესრულდება ი. ბრამსის საფორტეპიანო სონატები.
21 დეკემბერი, 19:00 საათი
ვოკალური მუსიკის საღამო – სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე, მეცო-სოპრანო; ოთარ ჯორჯიკია, ტენორი, დალიბორ იენისი, ბარიტონი (სლოვაკეთი); ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი.
პროგრამაშია არიები: ვერდის, ლეონკავალოს, ფალიაშვილის, სენ-სანსის, პუჩინის, ჩილეას და ბიზეს ოპერებიდან.
23 დეკემბერი, 19:00 საათი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო – ალექსანდრე კორსანტია
პროგრამაშია ი. ჰაიდნისა და ი. სტრავინსკის ნაწარმოებები.
25 დეკემბერი, 19:00 საათი
საორგანო მუსიკის საღამო – ეძღვნება ეთერ მგალობლიშვილის 90 წლის საიუბილეო თარიღს.
ფესტივალის განმავლობაში კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში გამოფენილი იქნება ფერმწერ ირაკლი ჩიქოვანის ნამუშევრები.
ტრადიციულად, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები