ხატია დეკანოიძე: ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი ჰყავდეს
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებელი ომბუდსმენი უნდა ჰყავდეს.
„ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ საქართველოს ჰყავდეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. გვყავს წარდგენილი ჩვენი სამი კანდიდატი. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სამივე კანდიდატი არის ძალიან ღირსეული და რეალურად ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ასევე აქვთ ძალიან მაღალი შეფასება იმ კომისიის მხრიდან, რომელიც შეიქმნა თვითონ „ქართული ოცნების“ მიერ“, – აღნიშნა დეკანოიძემ.