ალექსანდრე რაქვიაშვილი: “ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება უცნაურად გამოიყურება – საერთოდ, რაზე ჩხუბობენ, რადგან პოზიციებში პრინციპული განსხვავება ვერ გავიგე
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ძალიან უცნაურად გამოიყურება… ზოგადად, ბევრი კითხვაა, საერთოდ, რაზე ჩხუბობენ, რადგან პოზიციებში პრინციპული განსხვავება ვერ გავიგე. რაღაც გაგებით, საბოლოოდ, ეს მათი და მათი ამომრჩევლების საქმეა”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილი იმედოვნებს, რომ მალე გაირკვევა, თუ ვინ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”.
“იმედია, ადრე თუ გვიან დაასრულებენ ამ ისტორიას, რომ, სულ მცირე, გასაგები გახდეს, ვინ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვისთან უნდა ვილაპარაკოთ, რათა შევთანხმდეთ და ასე შემდეგ. ყველასთან შემიძლია, ვილაპარაკო, ხაბეიშვილთანაც, მელიასთანაც, რადგან ჩვენ არ ვართ ვალდებული, მეგობრები ვიყოთ. თუ ვიღაც ხალხი წარმოადგენს 500 ათას ამომრჩეველს, მე დაველაპარაკები, ისევე, როგორც ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, „ქართულ ოცნებაში“ ვინ იქნება ლიდერი, ვინც იქნება იმას დაველაპარაკები“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.