ნიკოლოზ სამხარაძე: ელექტროენერგიის კაბელის პროექტი მნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის, როგორც პარტნიორი
“საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე ძალიან დიდი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირთან ე.წ. დაკავშირებადობის ახალი პროექტის დასაწყებად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით გრძელვადიანი გეგმები აქვს.
„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის, როგორც პარტნიორი. როდესაც ამხელა ოდენობის თანხები იდება ასეთ რთულ პროექტში, ასევე ეს პროექტი გრძელვადიანია და მოკლე ვადაში არ მოიტანს ისეთ შედეგებს, როგორც გრძელ ვადაში, თავისთავად ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით გრძელვადიანი გეგმები აქვს. ამ პროექტის დაწყება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ევროპისთვის კი ალტერნატიული ენერგიის წყაროებით მომარაგების საქმეში, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.