შალვა პაპუაშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროკავშირს პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსთან, არის საწინდარი, რომ ჩვენ საბოლოოდ დავუკავშირდეთ ევროკავშირს სივრცობრივად და ეკონომიკურადაც
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა.
„სწორედ ეს არის ის პროექტები, რომლებიც ჩვენ ევროკავშირის ნამდვილ ნაწილად გვაქცევს, სწორად ასე, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროკავშირს პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსთან, არის საწინდარი იმის, რომ ჩვენ საბოლოოდ დავუკავშირდეთ ევროკავშირს სივრცობრივადაც, ეკონომიკურადაც და აქედან გამომდინარე, ჩვენი წინსვლა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით დაჩქარდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.