ლევან ხაბეიშვილი: “ნაციონალური მოძრაობის,, დნმ მაქვს
“მე “ნაციონალური მოძრაობის” დნმ მაქვს და ცხადია, ვიქნები ამ პარტიაში”,- ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა კითხვას, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, დარჩება თუ არა პარტიაში.
მისივე თქმით, პარტიის ლიდერს ამომრჩევლებთან აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.
“პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, ლიდერი, რომელიც მის ამომრჩეველთან, ლიდერებთან ბევრს იმუშავებს და ექნება მუდმივი კომუნიკაცია”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.