ბექა დავითულიანი – სააკაშვილზე: არ მოსწონს ციხეში ჯდომა, მესმის – არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს

“ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, ასეთი ინფორმაცია არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნიათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა ფსიქიკას, ჯანმრთელობას უნდა მიხედოს.

“ვერცერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია? რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა, მესმის… არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს, რა ვქნა? მართლმსაჯულება ქვეყანაა… მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას… მიირთვას, რომ გახდეს ცოტა უკეთ”,- აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები