ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა
ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ლევან უჯმაჯურიძემ ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტრუქტურა გააცნო და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის, ისრაელის გამოცდილების, ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ისრაელის გამოცდილი სპეციალისტების ჩართულობით ტრენინგების ორგანიზების საკითხზე ისაუბრა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას ცნეტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის (MATC) ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების დირექტორი იუვალ ელაზარი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.