გარემოს ეროვნული სააგენტო აკვაკულტურის სექტორის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და ევროკავშირის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების იდენტიფიცირების საკითხზე ბათუმსა და ფოთში დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების უწყებები, ინვესტორები, მეთევზეები) გამართული კონსულტაციების შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბათუმსა და ფოთში, საერთაშორისო ექსპერტთა ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. ექსპერტებმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს აკვაკულტურის ზონების ძირითადი კონცეფციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების გამოყოფის საკითხზე მათი მოსაზრებები მოისმინეს.

შავ ზღვაში აკვაკულტურის ზონების გამოყოფის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული უწყების და ორგანიზაციის ჩართულობა, რაც ხელს უწყობს შავ ზღვაში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების საერთო ხედვის ჩამოყალიბებას.

გარემოს ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს საქართველოში აკვაკულტურის სექტორის განვითარებისა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ვალდებულება, რომელიც შავ ზღვაში მარიკულტურის განვითარებას ითვალისწინებს, განსაზღვრულია საერთაშორისო ვალდებულებებითა და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები