არჩილ თალაკვაძე – მამუკა მდინარაძეზე: როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, პირადი ღირსება, ძალიან რთულია – უპასუხოდ დატოვო
როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, ძალიან რთულია – რომ უპასუხოდ დატოვო, მით უმეტეს, ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“.
„ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ასე ამორალურად, ღირსების შელახვით თავს დასხმოდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს. რა თქმა უნდა, როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, აქ ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო მით უმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.