არჩილ თალაკვაძე: მხოლოდ უსაფრთხო, დაცული და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო შეძლებს, დაეხმაროს უკრაინას
“მხოლოდ უსაფრთხო, დაცული და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო შეძლებს დაეხმაროს უკრაინას, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და დაეხმაროს აღდგენაში, როდესაც ეს ომი დამთავრდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “იმედის კვირასთან” საუბრისას განაცხადა.
“შესაბამისად, ყველა განცხადება, რომელიც შეიძლება გაგებული იყოს, როგორც მოწოდება, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რა თქმა უნდა, არ ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს“, – აღნიშნავს თალაკვაძე.