„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.
შესაბამისი განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა.
„მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ კანდიდატების წარმომადგენლებმა შემოიტანეს ორი პროექტი. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, Facebook-პლატფორმაზე იყო საუბარი, მეორე იყო ბლოკჩეინის პლატფორმა, მაგრამ ორივე მხარე ამ ვითარებაში აღმოჩნდა „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ. 69-მ მისცა ხმა, ერთი იყო წინააღმდეგი. მიღებულია გადაწყვეტილება „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიას ჯგუფმა. რაც შეეხება თარიღს, შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებული ყოფილიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. არც ერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ სრული მხარდაჭერით მიიღო ეს წინადადება და არჩევნების დღედ განისაზღვრა 28-29 იანვარი. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, საღამოს ექვს საათზე. ჩამოყალიბდა. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც შედგება პოლიტსაბჭოს ხუთი წევრისგან და თითოეულ კანდიდატს ექნება თითო კომისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა. პრაქტიკულად ყველა საკითხზე მიღწეულია შეთანხმება და მიღებულია გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.