გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე“: ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ყველაფერი
“ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ყველაფერი ვინაიდან, როდესაც პოლიტიკური გუნდი იკრიბება და დღის წესრიგში მხოლოდ ნგრევა აქვთ და ამ ნგრევის რესურსებში ეჯიბრებიან ერთმანეთს აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ ვინაიდან მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს სტაბილურობა სჭირდება.
„საზოგადოებას სჭირდება სტაბილურობა. როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს ადამიანი, მისი პირველ მოთხოვნაა რჩეულისადმი, რომ აქ იმუშაოს და მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და არ შეუქმნის ისეთ მდგომარეობას, რომელშიც „ნაცმოძრაობა“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია აპირებს, რომ ამყოფოს საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.