გიორგი ამილახვარი: მაღალი დონის შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილი არავის უხსენებია
მაღალი დონის შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილი არავის უხსენებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
ამილახვარი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში იმყოფებოდა.
„ვფიქრობ, მაშინ ვახდენთ ამ საკითხის პოლიტიზებას, როდესაც პოლიტიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ კომენტარი. მგონი, აქ უკვე დადგა დრო, შესაბამის სტრუქტურებს ვაცადოთ ამ საკითხის გადაწყვეტა. პირველ რიგში, ეს არის სასამართლო, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ამ საკითხში და ნებისმიერი ზეწოლისგან არის დაცული. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს უკვე სამედიცინო პერსონალის საქმეა“, – განაცხადა ამილახვარმა.