გიორგი ამილახვარი: სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების თითოეულ პუნქტს ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით ბოლომდე ასრულებს

სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით, [რეკომენდაციების] თითოეულ პუნქტს ბოლომდე ასრულებს. ეს პროცესი სწორად არის დანახული ჩვენი კოლეგების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ორივე ქვეყანა, სადაც მე გახლდით – ნიდერლანდები და ლუქსემბურგი, სრულად მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას იმ პროცესში, რომელსაც ვახორციელებთ12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და სრულ მზაობას გამოხატავენ, რომ როგორც კი საქართველო შეასრულებს ამ 12-პუნქტიან გეგმას, მზად არიან მას მხარი დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური გზავნილი, რომ ორივე ქვეყანა სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ამილახვარმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები