ვახტანგ მეგრელიშვილი: ვიდრე მიშას არიან ჩამოკიდებულები, ეთერებში დადიან და მიშა-მიშას „ბაზრობენ“, მანამდე არც ამათ ეშველებათ, არც მიშას ეშველება და იყოს ციხეში

ვიდრე მიშას არიან ჩამოკიდებულები, ეთერებში დადიან და მიშა-მიშას „ბაზრობენ“, მანამდე არც ამათ ეშველებათ, არც მიშას ეშველება და იყოს ციხეში, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა ქვეყანა „ქართული ოცნების“ მეშვეობით იმყოფება.

„რატომ არ მეპატიჟებიან „მთავარ არხზე?“ სანამ „მთავარ არხზე არ დამპატიჟებენ მიშა ისევ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, რომელიც როგორც კი მოვა ხელისუფლებაში ეგრევე დამიჭერს. ამიტომ, იყოს ციხეში. მიშა არის კონკრეტულად პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა „ქართული ოცნების“ მეშვეობით არის ქვეყანა. ანუ ამ ყველაფრის ერთადერთი დასაყრდენი არის მიშას როლი და მიშას როლი უნდა შეიცვალოს.

როგორც კი „ნაციონალურ მოძრაობაში გააცნობიერებენ, რომ მათ მიხეილ სააკაშვილი აღარ კრავთ, ეს მაშინვე გამოჩნდება. ვიდრე მიშას არიან ჩამოკიდებულები, ეთერებში დადიან და მიშა-მიშას „ბაზრობენ“ და მიშას კუჭის მოქმედებით არის მთელი წელი დაკავებული ეს ერი, მანამდე არც ამათ ეშველებათ, არც მიშას ეშველება და იყოს ციხეში, ვამბობ მე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები