ხათუნა სამნიძე: საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს ეხებოდა, იყო ძალიან საჭირო და შედეგიანი

„ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტ კოენ ლენარტთან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო იმიტომ, რომ ვისაუბრეთ თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებზე. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად საპარლამენტო დელეგაციის ეს ვიზიტი, რომელიც ეხებოდა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს, იყო ძალიან საჭირო და შედეგიანი”, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ლუქსემბურგში ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, ასეთი სახის ვიზიტები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

„შეიძლება ვთქვათ, რომ მთავარი რამ, რაც არის ევროპა, ეს არის მრავალფეროვნება ერთიანობაში და ერთიანობა მრავალფეროვნებაში. სწორედ, ამ სტრუქტურებში ელოდებიან საქართველოს და ახლა ჯერი ჩვენზეა – ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე, როგორ შევასრულებთ იმ დავალებებს, რომლებიც მოგვცა ჩვენმა პარტნიორმა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები