საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://directors.mes.gov.ge

აღსანიშნავია, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ. 2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge.

დირექტორობის მსურველებს საშუალება აქვთ, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები