ანრი ოხანაშვილი: თუკი ვინმე ყველაზე მეტად არის ორიენტირებული და მოწოდებული, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ეს არის სახელმწიფო

“მათი გულწრფელობის არ მჯერა და არ მჯერა, რომ ისინი ნამდვილად მოწოდებულნი და მოტივირებულნი არიან პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ჯანმრთელობის დაცულობით”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი “ნაციონალურ მოძრაობის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლებას” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერების განცხადებებს.

ოხანაშვილის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვით ყველაზე მეტად სახელმწიფოა დაინტერესებული.

„ფაქტი ის არის, რომ ამ ადამიანების მიერ პატიმარ სააკაშვილის ინსტრუმენტად გამოყენება ხდება, ეს ადამიანები ახდენენ პირის ჯანმრთელობის ინსტრუმენტალიზაციას მათი პირადი პოლიტიკური პარტიული ინტერესებისთვის, რაც მორალთან თავსებადი ვერ იქნება. მე მათი გულწრფელობის არ მჯერა და არ მჯერა, რომ ისინი ნამდვილად მოწოდებულნი და მოტივირებულნი არიან პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ჯანმრთელობის დაცულობით, რადგან ეს ადამიანები და მათ შორის ერთ-ერთი ეს ქალბატონი, მისი ოჯახის წევრები დაფინანსებას იღებენ რუსეთიდან. ჩემთვის ამ ადამიანების განცხადებები არ არის სარწმუნო, თუკი ვინმე ყველაზე მეტად არის ორიენტირებული და მოწოდებული, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ეს არის სახელმწიფო”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები