ლატვიის შემდეგ, Дождь-ი მაუწყებლობას ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც წყვეტს

ლატვიის შემდეგ, რუსული ტელეკომპანია “დოჟდ”-ი 8 დეკემბრიდან მაუწყებლობას ესტონეთსა და ლიეტუვაში შეწყვეტს.

ლატვიის მარეგულირებელმა ტელეარხის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. გარდა ამისა, “დოჟდ”-ის წარმომადგენელმა ლატვიის მარეგულირებლის სხდომაზე, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილებოდა, რუსულად საუბარი მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

არხს ლიცენზია 6 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიენიჭა. მას უფლება მიეცა, შექმნილი კონტენტი ევროკავშირში, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გაევრცელებინა.

როგორც ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიაში განაცხადეს, “მას შემდეგ, რაც “დოჟდ”- ის მაუწყებლობის ლიცენზია გაუქმდება, ის აღარ იქნება ხელმისაწვდომი ლიეტუვაშიც 8 დეკემბრიდან”.

ესტონეთში ტელეარხის ტრანსლირებას სამი ოპერატორი ახდენდა, სამივე მათგანი ასევე მაუწყებლობდა 8 დეკემბრის 00:00 საათიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები