ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილმა არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს მის მკურნალ ექიმებთან

“სააკაშვილმა არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს მის მკურნალ ექიმებთან, დაწესებულებასთან მიმართებით და მეტიც, იგი გამოთქვამს მადლიერებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია, მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას.

„ადვოკატი იმისთვისაა, რომ მას ობიექტურობა არ მოეთხოვება. მეტიც, პირდაპირ მას კანონი ეუბნება, რომ დიახ, უნდა იყო სუბიექტური. პიროვნება, რომელიც უშუალოდ არის ჩართული, ინფორმირებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელისგან, პრაქტიკულად ჩვენ ყოველ დღე ვიგებთ ინფორმაციას. სააკაშვილმა არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს მის მკურნალ ექიმებთან, დაწესებულებასთან მიმართებით და მეტიც, იგი გამოთქვამს მადლიერებას“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები