რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ისევ არათანმიმდევრული განცხადებით გამოდის, ამით ლუსტრაცია ხდება, არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ შესრულდეს 12 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები

გარკვეული ადამიანები ბოიკოტს უცხადებენ სამუშაო პროცესს საქართველოს პარლამენტში, მერე გამოდიან და ამბობენ, სამუშაო ჯგუფებში რატომ არ ვიყავით წარმოდგენილებიო. არათანმიმდევრულები, არასტაბილურები არიან და ერთმანეთისგან გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი საკუთარ ბოიკოტში დაიკარგა.

„ცხადია, სერიოზულად მათ განცხადებებს არ და ვერ შევაფასებთ. რაც შეეხება რეფორმას, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის პირველადმა დასკვნამ ყველა კითხვას გასცა პასუხი და სპეკულაციის სივრცე ამოწურა. ერთი მხრივ, დადებითად არის შეფასებული სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში, რომელიც უზრუნველყო „ქართულმა ოცნებამ“ და მეორე მხრივ, არის გაკრიტიკებული რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტი, რომელიც იყო უსაფუძვლო და უარგუმენტო. ყველაზე საინტერესო არის, ამ დასკვნის გასაჯაროების შემდეგ ვინ როგორ მოქმედებს. რადიკალური ოპოზიცია ისევ არასტაბილური და არათანმიმდევრული განცხადებით გამოდის. ამით ლუსტრაცია ხდება, რომ ამ ადამიანებს, სინამდვილეში, არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ შესრულდეს 12 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები და მხოლოდ სპეკულაციის გზას მიმართავენ. საბოლოოდ, ის კრიზისი, რაც დღეს აქვთ, კიდევ უფრო გამწვავდება და მტკივნეული იქნება მათთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები