“ფაქტების გარეშე სასამართლოში უკანონო გავლენებზე საუბარი გამიჭირდება” – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატი

ფაქტების გარეშე სასამართლოში უკანონო გავლენებზე საუბარი გამიჭირდება, ყოფილი მოსამართლეების განცხადებები ზეწოლის ფაქტებზე, უფრო სანდო იქნებოდა, როგორც მოქმედ მოსამართლეებს რომ ესაუბრათ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას სასამართლოში კლანის არსებობისა და მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, მოსამართლეთა კონფერენციას ან საბჭოს წევრებს მეტი გავლენა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვთ სასამართლო სისტემაში.

“სასამართლო არის ერთიანი, ეს გამოიხატება მოსამართლეთა კონფერენციის ფორმით. უკანონო გავლენების შესახებ ფაქტები, მით უმეტეს სამართალდარღვევის საკითხების შესწავლა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ შევისწავლო, ფაქტების გარეშე ამ საკითხზე საუბარი გამიჭირდება. არის განცხადებები ყოფილი მოსამართლეების, შესაძლებელია იყოს გარკვეული ნიშნები, მაგრამ მათ რომ როგორც მოქმედ მოსამართლეებს ზეწოლის ფაქტებისთანავე ესაუბრათ, უფრო მეტი ხელჩასაჭიდი იქნებოდა ამ საკითხზე, მაგრამ საყურადღებო და დასაკვირვებელი არის. მათი განცხადებები უფრო სანდო იქნებოდა, თუ როგორც მოქმედი მოსამართლეები ისაუბრებდნენ ამ საკითხებზე, ხოლო რაც შეეხება გავლენებთან დაკავშირებით საკითხს, ვთვლი, რომ მოსამართლეთა კონფერენციას ან იმ პირებს, რომლებიც საბჭოს წევრები არიან, აქვთ რა თქმა უნდა მეტი გავლენა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა აზნაურაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები