რატი იონათამიშვილი: ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები

ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები – სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მტრები არა ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებას ებრძვიან და ეს ბოლო პერიოდში კარგად გამოჩნდა.

„ჩვენ ვნახეთ ბინძური სპეკულაციები საქართველოს პრემიერმინისტრისა და ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებებზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ, თვითონ დაადასტურეს, რომ სიმართლე იყო, მაგრამ ამით უფრო მეტად გამოჩნდა მათი რეალური სახე, როდესაც ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები. სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას და ამაზე არც კი აფრთხილებენ მათ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები, არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს, საზოგადოების. ვიცით, რომ ეს ახალი არაა მათი მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათი ამ დამოკიდებულებითაა, რომ მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში წარმომადგენლები და აქტივისტები ძალიან მძიმედ ამთავრებენ საკუთარ საქმიანობას ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები