სოზარ სუბარი: დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილი და ამ ქვეყნის მიზანმიმართული მტრობაა

მამუკა მდინარაძეს ვუსმენდი თქვენთან, ბოლოში ლაპარაკობდა, რა ხდებოდა ციხეებში და მართლა თვალწინ დამიდგა ყველა ის პატიმარი, რომელიც იქ ნანახი მყავს – ნაწამები უსასტიკესად. ის გარდაცვლილები, რომლებიც, ზოგი იმის გამო კვდებოდნენ, რომ აწამებდნენ და ზოგი იმის გამო, რომ არ მკურნალობდნენ. გამახსენდა როგორ შემყავდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ბატონი თომას ჰამარბერგი ციხეებში, როგორ ვესაუბრებოდით პატიმრებს. ეს ადამიანი არათუ იმას ვერ იჯერებდა, რასაც უყვებოდნენ, არამედ რასაც ხედავდა, იმის დაჯერებაც უჭირდა – როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოსო. ეს ერთი მაგალითია ციხე მარტო, რაც ხდებოდა, იმის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირება და ხელისუფლებაში მოყვანა უნდოდა, მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია და ღია ბრძოლაზე გადავიდნენ.

„ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში არის წინსვლა. ამ დროს როცა აბსოლუტურად შეგნებულად ამკვიდრებენ ტერმინს – „დემოკრატიული უკუსვლა“, ეს არის გამიზნული პოლიტიკა იმისთვის, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ და აქ თავისი აგენტურის მოყვანას მიაღწიონ ხელისუფლებაში. მარტო ის კი არ არის, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა – დღეს საქართველოდან გაცილებით ნაკლები საქმე მიდის სტრასბურგში, ვიდრე ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობიდან. დღეს საქართველოში კვდება უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ციხეებში, მაგალითად, ორჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. დღეს საქართველოს არჩევნებზე ვერ იტყვის ვერავინ ვერაფერს, თუ იმ გაყალბებულ, ხმის პარალელურ დათვლას არ დაგვიდებს ე.წ. სამართლიანი არჩევნები ან რომელიმე სხვა „ენჯეო“ საზოგადოება. ამ ფონზე დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილი და ამ ქვეყნის მიზანმიმართული მტრობაა. ამას აქვს კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი არის საქართველოში საკუთარი აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში.

ყველა, ვისაც უნდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირება და მოყვანა ხელისუფლებაში, მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია და ახლა გადავიდნენ ღია ბრძოლაზე – პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ფუნქცია აიღეს თავის თავზე ზოგიერთმა ჩვენმა (წერილშიც ვიხმარეთ ეს ტერმინი) დაუძინებელმა „მეგობრებმა“. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ამერიკის კონგრესში და ამავდროულად აკეთებდეს მოწოდებას უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ, რომ „დაბრუნდით საქართველოში და დაამხეთ პრორუსი ხელისუფლება“. ანუ, იარაღის ძალით სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ელჩი (აშშ-ის), რომელიც არ ემიჯნება ამ აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები