სოზარ სუბარი: ჩვენი უპირველესი გამოწვევაა, ომი ავიცილოთ თავიდან

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხარაკირის გარდაუვალი პროგრამა აქვს გამოცხადებული. დარწმუნებული ვარ, აღსრულდება კიდეც, წინ ვერაფერი აღუდგება ამ ყველაფერს. ჩვენ დღეს სხვა პრობლემები და გამოწვევები გვაქვს. უპირველესი გამოწვევაა, ომი ავიცილოთ თავიდან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.

„ეს უკრაინის ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, კასიანოვის, განცხადებამაც დაადასტურა. აღნიშნული განცხადება იყო დავალება, რომელიც მან შეასრულა. ბატონმა ზელენსკიმაც მსგავსი განცხადება გააკეთა, როდესაც მან საქართველოდან ელჩი გაიწვია. მსგავსად მოიქცა უშიშროების საბჭოს მდივანიც – დანილოვი და არაერთი სხვა, მათ შორის, არახამია, არესტოვიჩი. ეს არის მათი პირდაპირი მცდელობა, საქართველო ომში ჩაითრიონ. უკრაინელები მარტო არ არიან – მათ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც და, რაც ყველაზე სამწუხაროა, საქართველოში რადიკალური ოპოზიცია და NGO სექტორიც კი მხარს უჭერს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები