მამუკა მდინარაძე – სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე: მოსამართლეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსთხოვო ანგარიში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ზეწოლა მოსამართლეზე

ეს არის წმინდა იურიდიული საკითხი – არსებობს კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები – რა შემთხვევაში ექვემდებარება პირი ვადამდე გათავისუფლებას, სასჯელისგან გათავისუფლებას და ა.შ. ამ ნორმებით და კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს [მოსამართლემ], – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – არსებობს თუ არა ალბათობა, რომ სააკაშვილმა დატოვოს საპატიმრო და ის წავიდეს საზღვარგარეთ.

მისი თქმით, მოსამართლეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსთხოვო ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

„ეს არის წმინდა იურიდიული საკითხი. ჩვენ ვნახეთ ზეწოლა მოსამართლეზე. მოსამართლეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსთხოვო ანგარიში, ვინც არ უნდა იყო, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ თქვენი კოლეგის მივარდნა სახლთან, ზეწოლა მოსამართლეზე და მოთხოვნა პასუხის. ანგარიში მის საქმიანობასთან, სამომავლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ. დემოკრატიასაც აქვს რაღაც ჩარჩოები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დაუშვებელია მოსამართლეს მოსთხოვო პასუხი მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თან ასეთი ცუდი ფორმით. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ უნდა მოექცეს არავის ბულინგის ქვეშ. ყველამ უნდა იმოქმედოს კანონის ჩარჩოებში და არსებობს კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები – რა შემთხვევაში ექვემდებარება პირი ვადამდე გათავისუფლებას, სასჯელისგან გათავისუფლებას და ა.შ. ამ ნორმებით და კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს. ეს ჩვენი საქმე არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები