მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის მოწამვლა შეიძლება აწყობდეს ისეთ ხალხს, რომლებიც ასეთებზეც წასულან და ამ ადამიანმა შეიძლება ირგვლივ ასეთი ბევრი მოიძიოს

ხელისუფლებაზე რომ აქცენტი გადადის და ხელისუფლებამ, რომ მოწამლა, ეს ხომ გამორიცხულზე გამორიცხულია და მართლა ვიღაცამ რომ მოინდომოს და აწყობდეს, სუბიექტურადაც წარმოუდგენელია, რომ ვინმე ნორმალურს, პრაგმატულად მოაზროვნეს ასეთი შედეგი აწყობდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მოწამვლა შეიძლება აწყობდეს ისეთ ხალხს, რომლებიც ასეთებზეც წასულან და ირგვლივ შეიძლება ექსპრეზიდენტმა ბევრი ასეთი მოიძიოს.

„ემპათიის“ დასკვნას რომ ვკითხულობთ და წამებაზე რომაა საუბარი, მთელმა საზოგადოებამ რომ იცის, რომ ეს ტყუილია, მე გავახსენებ ამ ხალხს წამება რა ნიშნავდა. პირადად ვარ მიმღები ინფორმაციის. მიყვებოდა პატიმარი, ოღონდ, ციხიდან გამოსული – ყველა მეთოდი რომ სცადეს და ვერ მაღიარებინესო, შემიყვანეს გაყინულ ოთახში, ვიღაც ბიჭი შემოიყვანეს, გამჭიმეს და ვედროდან გაყინული წყალი, კამარად თავიდან ბოლომდე – კუდუსუნამდე წვეთ-წვეთობით მასხეს და გველი რომ დაიკლაკნება კინოებში, ასე რომ დავიკლაკნე ტკივილისგან, მერე ვთქვი, რომ ვაღიარებო. ეს არის წამება, ამ რეჟიმის შემქმნელზე ვლაპარაკობთ და მიუხედავად ამისა, გვაქვს ძალა ჩვენს თავში ნაპოვნი, რომ მისი უფლებები დავიცვათ ზედმიწევნით, ისე როგორც შეჰფერის დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები