ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ – დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება

პირველ რიგში, იმედი გვაქვს, რომ საქართველო ჩვენ დაგვიჭერს მხარს იმაში, რომ დავასრულოთ ის კოშმარი, რაც უკრაინაში ხდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს აქვს მტკიცედ გაკეთებული არჩევანი ევროკავშირისკენ. ასევე მოხარულები ვართ, რომ უამრავი საქმე კეთდება და ქვეყანაშია წინსვლაა, რათა გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მარს დი ბარტოლომეომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან საუბარს „ძალიან კარგი და გულახდილი“ უწოდა.

„მშურს ჩემი კოლეგის პარტიის სახელწოდების – „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება და ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმ კოშმარზე, რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა გულითადი, მეგობრული საუბარი და ვაპირებთ ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და პირადად მინდა, დავამატო, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თითქმის მეზობელია, რადგანაც ის გერმანიაში სწავლობდა. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა და ახლა კიდევ უფრო დავახლოვდით.

ჩემი პირადი შეხედულებაა, თუ ქვეყანა ასრულებს ევროპული საზოგადოების მიერ დაწესებულ პირობებს, თუ ის არის თავისუფალი, და მე რეალურად იმედგაცრუებული ვიყავი, როგორ მოეპყრო ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას, მათ ევროკავშირის კანდიდატობისკენ და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მოდით, ეს გავაკეთოთ და გავაკეთოთ კარგად, თუ სამუშაო კარგად შესრულდება, შედეგიც ჩვენთვის იქნება ცხადი და მკაფიო“, – განაცხადა ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები