საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით მე-60-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს და საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის შემადგენლობით სერბეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბელგრადში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით მე-60-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომის განხილვის მთავარ თემას „პარლამენტების როლი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საკითხში“ წარმოადგენს.

„პლენარული სესიის გახსნით ნაწილში დელეგატებს სიტყვით მიმართეს სერბეთის ეროვნული ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარემ ვლადიმირ ორლიჩმა და სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა.

პლენარულ სესიის ფარგლებში თითოეულმა ეროვნულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, რომელიც ასამბლეაში რუსეთის დელეგატებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს ეხებოდა.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დავით სერგეენკომ და რამაზ ნიკოლაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ კენჭისყრაში და რუსეთის ფედერაციის ეროვნული დელეგაციის წევრებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

ასამბლეის წევრების უმრავლესობამ მხარი ასევე არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს და რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა დელეგაციამ სხდომა დატოვა, რადგან არ მოხდა მანდატების დამტკიცება, რისთვისაც ასამბლეის 13 წევრიდან მინიმუმ 7 ქვეყნის მხარდაჭერა იყო საჭირო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები